ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კახი კალაძის პირდაპირი ჩართვა ვნახე საბავშვო ბაღიდან... ხაჭაპურებს აცხობდნენ სამზარეულოში, შუადღეს თევზი აჭამეს ბავშვებს და რა შეუმცირდათ კაცო, რა კვება, რა წივილ-კივილია ატეხილი, ვერაფრით დავიჯერებ, რომ კახის მერობის დროს ვინმე გაბედავს და ბავშვებს რამეს მოაკლებს... ერთადერთი კაცი, ვინც დღე და ღამე ქვეყნის სამსახურშია თბილისის მერია და მართლა რა დაუნახაობა გჭირთ და ვის სჭირდება შავი პიარის აგორება!" - წერს ჯღარკავა.