ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს" სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „დოიჩე ველე" წერს.
6 ადამიანია დაღუპული გერმანიაში, ორი - ნიდერლანდებში, ერთი - ბელგიაში და ერთი - იტალიაში. დაშავებულია ათობით ადამიანი.
ქარიშხალმა მასშტაბური სატრანსპორტო პრობლემები გამოიწვია გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.