საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65 ვაზიანი-შუამთის მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული იყო სპეციალურ რეჟიმი, კერძოდ ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის, გამო ახალციხე-ნინოწმინდის სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან იკრძალებოდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.