კოპაკაბანას სანაპიროზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა, 8 თვის ბავშვი კი დაიღუპა.
ტელეარხ Globo-ს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი დაკავებულია. ის 41 წლის ანტონიო დე ალმეიდა ანაკიმია. მისი მტკიცებით, მან საჭე ეპილეპტიკური შეტევის გამო ვერ დაიმორჩილა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.