logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტს პოსტზე სერჟ სარგსიანს, სავარაუდოდ, არმენ სარქისიანი შეცვლის
- +

19 იანვარი. 2018. 13:34



სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩ არმენ სარქისიანს მმართველი რესპუბლიკური პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. სერჟ სარგსიანისა და არმენ სარქისიანის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.


მანამდე ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მომავალ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მდიდარი წარსული, განვლილი ჰქონდეს გრძელი გზა და ცნობილი იყოს როგორც სომხეთში, ისე საზღვარგარეთ, რათა ღირსეულად წარმოადგინოს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. აღსანიშნავია, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადავა. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი აირჩევს.


არმენ სარქისიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან დღემდე ის კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner