კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნასა და აფხაზეთთან დაახლოების პერსპექტივაზე საუბრობს. კვიციანი აფხაზეთთან გზების ჩაკეტვაში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.
„ვეთანხმები ბატონ შოთა მალაშხიას, რომ ეს არის რუსული პროექტი და სწორედ მისნაირი რუსეთის აგენტები ჩაშლიან ამ საქმეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმოსვლის კანონი სწორედ ნაციონალების მიერ იყო მიღებული და ემსახურებოდა იმას, რომ ქართველები არ ჩასულიყვნენ აფხაზეთში. რუსეთში უამრავი მილიონერი ქართველია, რომლებიც აფხაზეთში დადიოდნენ რუსეთის მხრიდან, ყიდულობდნენ მიწებს და სახლებს და აკეთებდნენ საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს. სწორედ მათ ჩაუკეტა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და რუსეთის აგენტურამ გზა. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ქართველების წინააღმდეგ არის მიმართული", - აცხადებს ემზარ კვიციანი.