logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: შესრულებულია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი
- +

19 იანვარი. 2018. 15:33



საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი.


„ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131,5 მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული და ნომინალურ გამოსახულებაში 11 მილიარდ 618.7 მლნ ლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან მიმართებაში 12%-ს, 1 მილიარდ 244.6 მლნ ლარს შეადგენს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, გადაჭარბებით არის შესრულებული საშემოსავლო ნაწილის ყველა მნიშვნელოვანი კატეგორია: სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები გადაჭარბებულია 11.3 მლნ ლარით (8 მილიარდ 991.3 მლნ ლარი) 19.4 მლნ ლარიანი გადაჭარბებაა გრანტებიდან მიღებულ შემოსავლებში (350.6 მლნ  ლარი) 23.4 მილიონი ლარით გადაჭარბდა სხვა შემოსავლები (408.4 მლნ ლარი) 7.6 მლნ ლარით გადაჭარბდა არაფინანსური აქტივების პრივატიზაციიდან მისაღები თანხები (97.6 მლნ ლარი) 34.1 მლნ დამატებით მივიღეთ ფინანსური აქტივებიდან (119.1 მლნ ლარი)ვალდებულებების ზრდაში სრულად იქნა ათვისებული დაგეგმილი მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო დაფინანსების კუთხით (სულ ვალდებულებების ზრდა - 1 მილიარდ 651.6 მლნ ლარი).


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება პარლამენტს 18 იანვარს უკვე წარედგინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner