logo_geo
eng_logo
მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა
- +

19 იანვარი. 2018. 15:52



მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner