საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროება კვლავ ნარჩუნდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.