logo_geo
eng_logo
ბოკერია და სააკაშვილი ერთმანეთს „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის გამო დაუპირისპიდნენ
- +

23 აპრილი. 2016. 16:38



„ნაციონალურ მოძრაობაში" კარდაგ იციან, რომ მომავალ პარლამენტში მათი ხვედრითი წილი ძალიან დაბალი იქნება. სწორედ გამსვლელი ადგილი და საარჩევნო სიის დაკომპლექტება გახდა, ოდესის გუბერნატორისა და „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაპირისპირების მიზეზი. For.ge-ს ინფორმაციით, ბოკერიას არ სურს ყოფილი ძალოვანების და კონკრეტულად, ვანო მერაბიშვილისა და ძმებ ახალაიებთან ასოცირებული ადამიანების საარჩევნო სიაში შეყვანა, რასაც ყოფილ მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა.



ბოკერიას იდეას დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებიც სწორედ ყოფილ ძალოვანებთან არიან ასოცირებულნი და საქმის გარკვევა მათ ოდესის გუბერნატორთან გადაწყვიტეს. თავის მხრივ კი, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" შეახსენა ყოფილი ძალოვანების ძალა და გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო სია უკვე დააკომპლექტა, რეალურად, საარჩევნო სიაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. პოზიციას არ იცვლის გიგა ბოკერია, რომელსაც საარჩევნო სიის ახალი სახეებით განახლება სურს.



შიდაკლანური დაპირისპირება და ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად, „ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის ახასიათება და ეს ინფორმაცია რაღაცა დოზით ყოველთვის ჟონავდა.



შიდაკლანური დაპირისპირება ჯერ კიდევ ნაციონალების ხელისუფებაში ყოფნის დროს დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერია და „თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი დაუპირისპირდნენ ვანო მერაბიშვილის ფრთას. ბოკერია წინააღმდეგი იყო ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების, რადგან თვლიდა, რომ ძალოვანების გავლენები იმდენად გაიზარდა, რომ მისი ფრთა დაჩრდილა. სწორედ ეს გახდა „ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განხეთქილების მიზეზი.



შესაბამისად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა ბოკერიას ფრთა, რომელიც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის" მერაბიშვილისა და ახალაიას კადრებისგან გაწმენდას და ამ გზით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციას. რამდენად შეძლებს ბოკერია პარტიისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას, ექსპერტების განცხადებით, ეს რთული სათქმელია. რადგან, სწორედ ყოფილი ძალოვანების შანტაჟის ქვეშ იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები.



ანალიტიკოსების შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია, რადგან თვითონ ბრენდი დაზიანებულია. მათივე შეფასებით, გარკვეული უპირატესობა აქვთ ე.წ. პროგრესისტებს ანუ ბოკერიას ფრთას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ფრთა, ანუ ძალოვანების ჯგუფი თამაშგარეთ დარჩება.




ავტორი : თამთა ქარჩავა



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner