logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 100,4%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული
- +

19 იანვარი. 2018. 16:19



ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 100,4% შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 11 მილიარდ 764.8 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1 მილიარდ 472.6 მლნ ლარით, 14.3%-ით აღემატება.


„ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის 100%-იანი (102,4%) შესრულების მაჩვენებელი, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების იმ მნიშვნელოვან მიმართულებაში, რასაც სივრცითი მოწყობა ჰქვია, ამ სამინისტროს განსაკუთრებული მიზნები და ამოცანები აქვს განსაზღვრული.  1 მილიარდ 355.2 მლნ ლარის ათვისება განხორციელდა ამ მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39.4%-ით, 383.3 მლნ ლარით აღემატება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


როგორც მან აღნიშნა, საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში 1 იანვრისთვის არსებულმა ფულადმა ნაშთმა 1 მილიარდ 893.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 345.9 მილიონი ლარით (22.3%-ით) აღემატება წინა წლის 1 იანვრისთვის არსებულ მაჩვენებელს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილმა ნაშთმა 1 იანვრისთვის, შეადგინა 558.0 მლნ ლარი, რაც 87.1 მლნ ლარით აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილ პარამეტრს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner