logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს
- +

19 იანვარი. 2018. 17:30



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, ნათლისღების დღესასწაულის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა.


„ინებოს უფალმა, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. დღევანდელ დღეს ეწოდება განცხადების დღე, გამოცხადება წმინდა სამებისა. მამისა ხმა, ძე იორდანესა შინა და სული წმინდა სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მას ზედა და ეს წმინდა სამება არის ის ძალა, რომელიც განწმენდს კაცობრიობას ყოვლისაგან ბიწისა, რომელიც იხსნის ბოროტისაგან.

 

ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთხ წყალს სახლში. ასხურეთ თქვენი სახლები, თქვენი შვილები, თქვენი კარ-მიდამო და სული წმინდა დაისადგურებს თქვენ ზედა", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.


ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან, სახარების მიხედვით, ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე, ნათლობა დაწესდა.


სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner