logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო
- +

19 იანვარი. 2018. 20:12



აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანში რუსული წარმოების თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის განთავსება გეგმის შესაბამისად გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.


არსებული ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა ბაქოს პორტში რუსეთიდან გემებით შევიდა და კომპლექსური მიღების შემდეგ, ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედრო შენაერთებს გადაეგზავნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner