ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. ახალი ბულვარის პრომინადზე ტალღები გადმოდის. წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა.
ამ დროისთვის, ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანებულია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ტალღები ერთ ნაწილში თითქმის ხიმშიაშვილის ქუჩამდე აღწევს.