გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე დიდ ბრიტანეთში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „ბილდთან" ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.
„არა, მეორე რეფერენდუმი არ იქნება. პარლამენტმა ბრიტანულ საზოგადოებას არჩევანის საშუალება მისცა, მან კი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას. ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობა გვსურს", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო „ყველა ხიდის დაწვას" არ აპირებს.„ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.