logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე დიდ ბრიტანეთში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარება
- +

20 იანვარი. 2018. 10:11

 

 

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე დიდ ბრიტანეთში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „ბილდთან" ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

 


„არა, მეორე რეფერენდუმი არ იქნება. პარლამენტმა ბრიტანულ საზოგადოებას არჩევანის საშუალება მისცა, მან კი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას. ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობა გვსურს", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

 


მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო „ყველა ხიდის დაწვას" არ აპირებს.„ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner