logo_geo
eng_logo
ბათუმი შტორმის შემდეგ - სანაპირო ზოლს დილიდან ასუფთავებენ
- +

20 იანვარი. 2018. 10:32

 

 

ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარს ასუფთავებენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბათუმში გამოიდარა და ღელვის სიმძლავრემ მნიშვნელოვნად დაიკლო.

 


ბულვარში ახალი სანაპირო ზოლის გაწმენდა დილის 06:00 საათიდან დაიწყო. შტორმმა დიდი ოდენობით ქვიშა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა სახის ნაგავი გამორიყა.

 


გაწმენდით სამუშაოებს ბათუმის სანიტარული დასუფთავებისა და ბულვარის სამსახურები ატარებენ. ზღვიდან გამორიყული მასისგან სანაპიროს მთლიანად გაწმენდას ორი-სამი დღე დასჭირდება.

 


ბათუმის სანაპიროზე წუხელ ძლიერი შტორმი იყო. წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა.






right_banner right_banner
არქივი
right_banner