ფოთში ზღვამ 54 წლის ნაზი მარშავას ცხედარი გამორიყა. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს.
ნაზი მარშავა სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იგი მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე , დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ნაზი მარშავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.