logo_geo
eng_logo
ნინო გვენატაძე: ჩვენთვის კრიტიკა ყოველთვის მისაღებია
- +

20 იანვარი. 2018. 13:28



„ჩვენთვის კრიტიკა ყოველთვის მისაღებია", - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა.


ნინო გვენეტაძე გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, რომელიც მიიჩნევს, რომ 11 იანვარს დახურულ ფორმატში ჩატარებული მოსამართლეთა არჩევა კითხვის ნიშნებს აჩენს.


„გასული წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი კონკურსი ჩატარება უზრუნველვყავით. გავეცანი მოსაზრებებს, რომელიც გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჩვენთვის კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუმცა კონკურსის ბოლო ეტაპი, რომელიც გულისხმობს საბჭოს წევრებთან მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებას, მხოლოდ კანდიდატის არჩევანზეა დამოკიდებული ჩატარდება გასაუბრება ღია თუ დახურულ ფორმატში. ეს დადგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეჭვები ან კრიტიკული დამოკიდებულება უარგუმენტოა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner