logo_geo
eng_logo
აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგია - რუსეთი მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილებებში ჩარევას ცდილობს
- +

20 იანვარი. 2018. 14:49


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა თავდაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა. მისი განცხადებით, აშშ-ის კონკურენტები რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილო კორეა და ირანი არიან.

 

„აშშ-ის წინაშეა რევიზიონისტული ძალების, რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი მზარდი საფრთხე, რომლებსაც სურთ, მსოფლიო თავიანთი ავტორიტარული მოდელით მოაწყონ.

 

რუსეთმა დაარღვია მეზობელი სახელმწიფოების საზღვრები და ცდილობს გამოიყენოს ვეტოს უფლება მეზობლების გადაწყვეტილებებში, ეკონომიკაში, დიპლომატიასა და უსაფრთხოების სფეროებში. ჩინეთი სტრატეგიული კონკურენტია, რომელიც მეზობლების შესაშინებლად მტაცებლურ ეკონომიკურ ტაქტიკას იყენებს. ირანი ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება", - ნათქვამია დოკუმენტში.


ჯეიმს მეტისის განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა საერთო თავდაცვის მიმართულებით თავიანთი წვლილი უნდა გაზარდონ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner