logo_geo
eng_logo
ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს
- +

20 იანვარი. 2018. 15:51



უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის ინფორმაციით, ათენში, უკაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს. ამის შესახებ მინისტმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა.


 

„ღამით ათენში ჩვენს საელჩოზე „მოლოტოვის კოქტეილებით" თავდასხმა სცადეს. ალბათ რადიკალები იქნებოდნენ. არავინ დაშავებულა. ბერძნებთან თანამშრომლობასა და სადღეღამისო დაცვის შესახებ მოვილაპარაკეთ. ვზრუნავთ უსაფრთხოებაზე და ყველა ზომებს ვიღებთ", - წერს კლიმინკი.


ამასთანავე, მინისტრმა მომხდარში „რუსული კვალი" დაინახა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner