logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „რუსთავი 2“-ს მინდა ვკითხო...
- +

20 იანვარი. 2018. 15:56



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რუსთავი 2" აცხადებს, რომ აქვთ უსაიდუმლოესი მასალები ქუთათელაძის მკვლელობასთან და ჩატაევთან მიმართებაში, რომელთა გასაჯაროებასაც დღეს აპირებენ.

 

რა მინდა ვიკითხო:

1. საიდან აქვთ?

2. თუ ეს მასალები საჯაროა, ძალოვნებმა აქამდე რატომ არ გვითხრეს?

3. თუ არ არის საჯარო და როგორც „რუსთავი 2" აანონსებს, ზესაიდუმლო ყოფილა, მაშინ შესაბამისი სტრუქტურები რატომ არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს (დადგენა - როგორ გაჟონა ინფორმაციამ, გავრცელების დროულად აღკვეთა, ე.წ. „თხუნელების", ანუ „რუსთავი 2"-ის აგენტების გამოვლენა და ა.შ.)?

 

მაქვს უფლება შემეშინდეს, რადგანაც თუ ერთ-ერთ ტელეკომპანიას აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს ზესაიდუმლო მასალები, რისი მოპოვება შეუძლიათ მტრული ქვეყნის სპეცსამსახურებს და თუ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს აქვთ ინფორმაციის მოპოვების რაინხარდ ზორგესეუილი ნიჭი და უნარი, სახელმწიფო რატომ არ იყენებს მათ შესაძლებლობებს", - წერს გაბრიჭიძე.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner