logo_geo
eng_logo
რა ნივთები ამოიღეს გიორგი ჭანტურიას სახლიდან?
- +

20 იანვარი. 2018. 17:19

 


თბილისში, გიორგი ჭანტურიას ბინის განმეორებითი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დეტექტივ-გამომძიებელმა ნუკრი მატუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ჭანტურიას ბინიდან ამოღებულია კონკრეტული ნივთები, თუმცა, აქვე მატუამ აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.


„გიორგი ჭანტურიას ბინაში სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. კონკრეტული ნივთები იქნა ამოღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ რა იქნა ამოღებული", - განაცხადა ნუკრი მატუამ.


კითხვაზე, თუ რატომ არ იქნა ეს ნივთები ამოღებული პირველი ჩხრეკისას, დეტექტივმა განაცხადა, რომ პირველი ჩხრეკის დროს ამ ნივთების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.


„პირველი ჩხრეკის დროს აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია. გამოძიების მიმდინარეობისას ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი კონკრეტული ნივთების შესახებ და იქნა ამოღებული", - განაცხადა დეტექტივ- გამომძიებელმა.


როგორც ცნობილია, თბილისის გარდა განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში რუსთავში.


გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner