ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისში 2005 წლის მაისში ჩამოვიდა.
მახსოვს, მოსამზადებელი სამუშაოც, დახვედრაცა და მიღებებიც სხვდასხა დაწესებულებში. აბანოთუბანშიც იყო, სადაც კონცერტს დაესწრო, წაიცეკვა კიდეც, ხინკალიც მიირთვა და თავისუფლების მოედანზე სიტყვითაც გამოვიდა.
ბუშს ამერიკიდან ჟურნალისტთა დიდი გუნდი ახლდა.
ორდღიანი ვიზიტის შემდეგ შეკითხვები დააყარეს.
მახსოვს, ერთ-ერთმა ქალმა ჰკითხა, თბილისიდან როგორი შთაბეჭდილებით მიდიხართო.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ღიმილით გადახედა და თქვა:
- აქ თავს ყველა კარგად გრძნობს და არც მე ვარ გამონაკლისი. თბილისი ბრწყინვალე ქალაქია!
#თბილისი ბრწყინვალე ქალაქია", - წერს ჩანადირი.