ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყურადღება! გთხოვთ ნუ ავრცელებთ ჭორებს! უკვე 112-ე ადამიანმა დამირეკა ტელეფონზე, - არავინ მიცემია კლუბ „ბასიანის" ტერიტორიაზე და არც პოლიციას გადავუყვანივარ განყოფილებაში, ანუ არავის დავუჭერივარ! გპასუხობთ ყველას ერთად - ნუ გაავრცელებთ ჭორებს. წესიერად უყურეთ იმ LIVE-ს და მიხვდებით, რომ უბრალოდ - უზრდელურად მოიქცნენ და ჩემი მხრიდან მათივე სიგარეტის, მათივე სიფათზე მიწვის მცდელობის დროს, კარი ცხვირწინ მომიჯახუნეს და დამემალნენ... - მშვიდობიანად, მარტო მივედი კლუბის ადმინისტრაციასთან სასაუბროდ, ინტერვიუს შესათანხმებლად, შესაძლო ივენთის დასაგეგმად (რატომაც არა)... მაგრამ მომიწია (!) პატარა აგრესიის გამოხატვა... სულ ეს იყო - ჯერ-ჯერობით", - წერს ჩუბინიძე.