logo_geo
eng_logo
„ყურადღება!“ - ბესო ჩუბინიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

21 იანვარი. 2018. 01:33


 

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყურადღება! გთხოვთ ნუ ავრცელებთ ჭორებს! უკვე 112-ე ადამიანმა დამირეკა ტელეფონზე, - არავინ მიცემია კლუბ „ბასიანის" ტერიტორიაზე და არც პოლიციას გადავუყვანივარ განყოფილებაში, ანუ არავის დავუჭერივარ! გპასუხობთ ყველას ერთად - ნუ გაავრცელებთ ჭორებს. წესიერად უყურეთ იმ LIVE-ს და მიხვდებით, რომ უბრალოდ - უზრდელურად მოიქცნენ და ჩემი მხრიდან მათივე სიგარეტის, მათივე სიფათზე მიწვის მცდელობის დროს, კარი ცხვირწინ მომიჯახუნეს და დამემალნენ...  - მშვიდობიანად, მარტო მივედი კლუბის ადმინისტრაციასთან სასაუბროდ, ინტერვიუს შესათანხმებლად, შესაძლო ივენთის დასაგეგმად (რატომაც არა)... მაგრამ მომიწია (!) პატარა აგრესიის გამოხატვა... სულ ეს იყო - ჯერ-ჯერობით", - წერს ჩუბინიძე.









 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner