logo_geo
eng_logo
რუმინეთში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს
- +

21 იანვარი. 2018. 01:58



რუმინეთში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია იმართება. ბუქარესტის ქუჩებში 50 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. ისინი მთავრობის მიერ მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულების გასამართლება უფრო რთული გახდება. ამასთან, აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მთავრობა ახალი რეგულაციებით სასამართლო სისტემაზე ზემოქმედებას შეძლებს.


ბუქარესტის უნივერსიტეტის მოედანზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.


დემონსტრანტები სკანდირებდნენ - "ქურდები უნდა წავიდნენ. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.


გავრცელებული ცნობებით, ანალოგიური აქციები მანამდე რუმინეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა და მოგვიანებით, მომიტინგეებმა ბუქარესტში გადაინაცვლეს.


რუმინეთში საპროტესტო აქციები შარშანაც იმართებოდა. მაშინაც მომიტინგეები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ითხოვდნენ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner