logo_geo
eng_logo
სირიის ტერიტორიიდან თურქეთში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
- +

21 იანვარი. 2018. 11:31



სირიის ტერიტორიიდან თურქეთში ქალაქ ქილისზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.


ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამი ჭურვი სირიიდან აფრინის რაიონიდან იყო გაშვებული. ინციდენტი ადგილობრივი დროით 01:40 საათზე დაფიქსირდა. დაშავებულები არ არიან. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია ორი შენობა.


შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner