logo_geo
eng_logo
როდის მოხდება სააკაშვილის ექსტრადირება?
- +

21 იანვარი. 2018. 13:22


 

საპროკურორო საბჭოს წევრმა ნათია სონღულაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება უკვე გადაგზავნა უკრაინაში და  სამართლებრივი რეგულაციების გატარებას ელოდებიან.


„ბრალდების მხარემ საკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ მის მიმართ საექსტრადიციო გადაწყვეტილების დადებითად მიღების საფუძველი გახდება. ვართ მოლოდინის რეჟიმში, რათა უკრაინის მხარემ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები და დაველოდებით საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ, როგორც პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულებები გადავაგზავნეთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner