logo_geo
eng_logo
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება
- +

21 იანვარი. 2018. 13:33



დღეს ბათუმის სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. პროექტის ღირებულება 100 მილიონს შეადგენს.


ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.


სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.


მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება.


„სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სტადიონის პარალელურად ბათუმში რამდენიმე ძვირადღირებული სპორტული კომპლექსი შენდება. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ჩვენი შვილების მომავალი", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.


საზეიმო ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც ესწრებოდა.

 

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, ანუ დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი, რეგიონში პარალელურად რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მინდა მოგილოცოთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე", -განაცხადა მინისტრმა.


სტადიონი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება.


ბათუმში ზღვისპირა სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს, მას შემდეგ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი, ჩაიშალა ასევე რამდენიმე ტენდერი. ამჯერად პროექტს კომპანია „ანაგი" განახორციელებს.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner