logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება
- +

21 იანვარი. 2018. 14:03



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბათუმში სტადიონის მშენებლობის პარალელურად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება. როგორც ალავიძემ აღნიშნა, მათ შორის არის ბათუმის შემოვლითი გზა, რომლის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება.

 

„სტადიონის პარალელურად, აჭარაში გვაქვს სხვა უმსხვილესი პროექტები, გვყავს კონტრაქტორი ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთ თვეში უკვე კონკრეტული საქმიანობა დაიწყება ამ მიმართულებით. აპრილიდან ხულო-ზარზმის მიმართულებით დაიწყება მუშაობა, ასევე გზა გაკეთდება გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.


ბათუმის შემოვლითი გზა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner