logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა „აუდიტორია 115“-თან დასრულდა
- +

23 აპრილი. 2016. 17:31



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა „აუდიტორია 115"-თან დასრულდა.


განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა პლატფორმის შექმნა, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან პროფესორ-მასწავლებლებიც და სტუდენტებიც.


მისი თქმით, პლატფორმის წევრები აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ და ანალიზებსაც გააკეთებენ.



ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა იყო. შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიზრუნებთ პლატფორმის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ და კიდევ ბევრი სხვა საკითხების განხილვა, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები. ეს პლატფორმა იარსებებებს მუდმივად, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა, დაგეგმვა, გარკვეული ანალიზის გაკეთება და .. რაც შეეხება იმ მიმდინარე საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაწყვეტია, შევთანხმდით დაახლოებით ფორმატზე, მაგრამ აუცილებლად ამაზე საბოლოოდ უკვე ვიტყვით, როდესაც სტუდენტების სხვა მხარესაც შევხვდებით. აუცილებლად პრემიერიც შეხვდება მათ", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner