logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიიდან გაქცეულ ტერორისტებს დაედევნებიან
- +

21 იანვარი. 2018. 18:00



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სირიის ტერიტორიიდან გაქცეულ ტერორისტებს დაედევნებიან.


„ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ტერორისტები დამალვას. ისინი გაქცევას შეეცდებიან, ჩვენ კი მათ დავედევნებით. თურქეთის შეიარაღებული ძალები აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უახლოეს ხანში დაასრულებენ", - განაცხადა ერდოღანმა.


შეგახსენებთ, რომ თურქეთის არმია აფრინში დაბანაკებულ სირიელი ქურთების დაჯგუფებებს უტევს, რომლებსაც ანკარაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირში სდებენ ბრალს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner