logo_geo
eng_logo
„სტივ რასელის განცხადება სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებას შეიცავს“
- +

23 აპრილი. 2016. 17:32



„საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგა"  სტივ რასელის განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს მთავრობას სათანადო შეფასება მისცეს კონგრესმენის  მოხსენებას. ლიგის სახელით  ხელისუფლებას საჯარო მიმართვას ეთერ ჯორთმენაძე უგზავნის.


„საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგა" აღშფოთებულია ამერიკის კონგრესმენის სტივ რასელის მიერ კონგრესში გაკეთებული მოხსენების გამო, რომელიც აშკარად უხეში ჩარევაა  სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში და შეიცავს მოწოდებებს დესტრუქციული ძალების მიმართ, შეიარაღებული გზით განახორციელონ სახელმწიფო გადატრიალება ისე, როგორც 2003 წელში განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ".

 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო შეფასება მისცეს კონგრესმენის უპასუხისმგებლო მოხსენებას", - ნათქვამია მიმართვაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner