logo_geo
eng_logo
რომის პაპი: კორუფცია სოციალური ვირუსია
- +

21 იანვარი. 2018. 20:41



რომის პაპმა კორუფციას სოციალური ვირუსი უწოდა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ფრანცისკემ განცხადება პერუში ვიზიტის დროს გააკეთა.


Euronews-ის ცნობით, დრო და ადგილი პონტიფიკოსს შემთხვევით არ აურჩევია. ამ დროისთვის პერუში პოლიტიკური კრიზისია, რაც პრეზიდენტ პედრო კუჩინსკის ირგვლივ აგორებულმა კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია.


„კორუფცია ეს სოციალური ვირუსია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ჩვენ ლათინომერიკულ ერებსა და დემოკრატიას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორსა და საეკლესიო ინსტიტუტებშიც"- განაცხადა რომის პაპმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner