ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„წავიკითხე, რომ არნოლდს საკუთარ ძეგლთან დაუძინია მას შემდეგ, რაც ის არ შეუშვეს იქვე მდგომ სასტუმროში, სადაც წლების განმავლობაში გარანტირებული ქონია უაფსო აპარტამენტი, სანამ თანამდებობაზე იყო. ნაწყენი არნოლდი გამოვიდა და დაწვა მისი ძეგლის წინ იმის საჩვენებლად რომ ცხოვრებაში მუდმივი არაფერია, არც ფული და არც ძალაუფლებაო.
ამ ცრემლისმომგვრელ ისტორიას ტაშს დავუკრავდი, რომ არა რამდენიმე ნიუანსი:
1. შვარცნეგერის ეს ფოტო ძველია
2. არნოლდი მილიონერია, არც ფული დაუკარგავს და არც ძალაუფლება
3. ძეგლთან არანაირი სასტუმრო არაა. რომც იყოს, არნოლდს ფული როგორმე ეყოფა ნებისმიერი ნომრისთვის
4. სასტუმროს მიერ მისი არშეშვების ისტორია არ იძებნება ნიუსებში
5. ეს ამბავი მართალიც რომ იყოს, არნოლდისთვის წამგებიანი იქნებოდა, რადგან გამოჩნდებოდა, რომ მას ადარდებს არა ფულის და ძალაუფლების პრიმატი ადამიანურობაზე, არამედ პრივილეგიების დაკარგვა რაღაც სასტუმროში", - წერს უძილაური.