logo_geo
eng_logo
აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქციებზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა
- +

21 იანვარი. 2018. 22:24



დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა. ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონში, დენვერსა და ფილადელფიაში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.


აქციის გამართვაზე განაცხადი ქვეყნის 300 ქალაქში შეიტანეს. ნიუ-იორკში ცენტრალური პარკის დასავლეთ ნაწილში დაახლოებით 100 000 ადამიანი გამოვიდა. ლოს-ანჯელესში გამართულ დემონსტრაციაში კი ჰოლივუდის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და ვიოლა დევისი მონაწილოებდნენ.


ტრამპი აქციებს Twitter-ით გამოეხმაურა.

 

„მშვენიერი ამინდია მთელ ქვეყანაში. არაჩვეულებრივი დღე ნებისმიერი „ქალთა მარშისთვის". გამოდით გარეთ, რათა იზეიმოთ ისტორიული მიღწევები, უპრეცენდენტო ეკონომიკური მიღწევები და კეთილდღეობის გამყარება, რაც ბოლო 12 თვეა ხდება"- წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 


ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში ქვეყანაში ქალთა უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.


დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გასული წლის 20 იანვარს გაიმართა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner