საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი კონგრესმენ რასელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონგრესმენებს აქვთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს განცხადება არის კონგრესმენ რასელის პირადი მოსაზრება და არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების პოზიციას.
შეგახსენებთ, სტივ რასელმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეკავშირეობაში დაადანაშაულა და ამერიკისა და ევროპის ბანკებს მისი ანგარიშების გაყინვა სთხოვა.