პოლიტოლოგი გია კუჭავა სოციალურ ქსელში აკაკი გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ეს ტიპი 25 წელი „რუსთავი 2"-ში მუშაობდა, 25 წელი ნაცებს ემსახურა და მათ ტყუილებს ავრცელებდა, ხალხს თავს ესხმოდა და ლაფს ასხამდა! სასამართლომ 2 წლით ეთერში გასვლა აუკრძალა, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრს ვალერი ასათიანს რაღაც სატანიზმში დასდო ბრალი.
საინტერესოა რა ბზიკმა უკმინა, რომ ეხლა ტვ „იბერიაზე" გადავიდა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირველი მსხვერპლი იყო? მინდა კითხვით მივმართი ტელეკომპანია „იბერიას" მფლობელებს: იმას მაინც თუ ხვდებით ვინ მოიყვანეთ თქვენს არხზე? და ის თუ გესმით, რომ ყოფილი „ნაცი" არ არსებობს?
ნუ თუ ტელეკომპანია „იბერიას" მფლობელები ვერ ხვდებიან, რომ ე.წ. ნაცებმა მიმართეს ძველ და გამოცდილ ხერხს - ყველა მედია საშუალებაში, ყველა სტრუქტურაში საკუთარი კადრების ჩანერგვა და საჭირო დროს ისევ მათ წისქვილზე რო დაასხან წყალი? და თუ თქვენ ამას ვერ ხვდებით, კაპიკია თქვენი ფასი! თუ რამე გარიგებაში ხართ მათთან, მაშინ იცოდეთ რომ თქვენ გამოგიყენებენ და მერე მოგისვრიან როგორც გამოყენებულ პრეზერვატივს!" - წერს კუჭავა.