logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ...
- +

22 იანვარი. 2018. 10:15


 

„პოლიტიკაში მყოფი კაცისთვის ერთადერთი  შესაძლებლობა არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლაა. პოლიტიკიდან არსად წავსულვარ. ერთი შეხედვით, ზედაპირული კაცის შთაბეჭდილებას რომ ვტოვებ, ვიცი, მაგრამ პოლიტიკას ძალიან სერიოზულად და სიღრმისეულად ვუყურებ, ამ საქმეში სათამაშოდ არ ვარ შესული და მინდა, სანამ ენერგია და ჯანი მექნება მაქსიმალურად დავიხარჯო ამ ქვეყნისთვის" , - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.


„საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები. გუნდი, რომელიც შემოკრებილი მყავდა, არ დამიკარგავს.. თუმცა, არ ვიცი რა ერქმევა, კლუბი, პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა, მაგრამ თებერვლიდან ორგანიზაციასთან ერთად ვაპირებ გააქტიურებას.

ორგანიზაციული პოლიტიკური ფორმით ვიქნები პოლიტიკის მონაწილე" , - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner