logo_geo
eng_logo
„საარჩევნო წელს ეს ერთ-ერთი იმ „პლან B“-თაგან ხომ არაა, „ნაცების" საქართველოში სამარადჟამო დამკვიდრებას რომ ემსახურება?“
- +

23 აპრილი. 2016. 17:37



გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე დარეჯან თვალთვაძის არჩევასთან დაკავშირებით წერს.



მე არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი (ლადო პაპავა აკადემიკოსი მაინც იყო). მაინც გადავხედე მისი წინსვლის ვექტორს ნაცების" ეპოქაში.

2010 - 2015 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

2006 - 2010 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

2006 - 2012 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

2004 - 2006 წწ.- თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი;

2006 - 2006 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი;

2005 - 2005 წწ. - თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე";

 

შეგახსენებთ - ესაა ყველაზე ბნელი, რეპრესიული წლები საქართველოს აკადემიური მეცნიერების თანამედროვე ისტორიაში. .. ლომაიას რეფორმების" წლები.

მიპყრობს კანონიერი ეჭვი: ამ საარჩევნო წელს ეს ერთ-ერთი იმ პლან B"-თაგან ხომ არაა, ნაცების" დროს მიღებული კანონებით, ნაცების" საქართველოში სამარადჟამო დამკვიდრებას რომ ემსახურება?

გადამარწმუნეთ, თუ შეგიძლიათ. ოღონდ პრეზუმცია" არ მიხსენოთ. შემთხვევით ამ დონეზე არაფერი ხდება..." - წერს გოგი ლორთქიფანიძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner