logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკმა“ ქვეყანაში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკის წოდება მიიღო
- +

22 იანვარი. 2018. 14:13

 


„საქართველოს ბანკმა" Global Finance-ის ჯილდო - საქართველოში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკის წოდება მიიღო. საუკეთესო ბანკები ამ მიმართულებით, შეირჩა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ინოვაციური ტექნოლოგიები. „საქართველოს ბანკმა" ეს ჯილდო უკვე მეხუთედ მიიღო.


„მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკი" კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების კუთხით. საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ბანკთან თუ ინსტიტუტთან და ამ პარტნიორობების საფუძველზე ქმნის ვაჭრობის ფინანსირების  საუკეთესო პროდუქტებს ადგილობრივი კორპორაციული და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის", - განაცხადა „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner