logo_geo
eng_logo
ავსტრალიელი პაციენტებისთვის სამედიცინო კანაფი ლეგალიზებულია
- +

22 იანვარი. 2018. 15:56



ექსპორტის ნებართვის მიღების შემდეგ ავსტრალიის სამედიცინო კანაფის სექტორი მნიშვნელოვანი მოგებისთვის ემზადება. ქვეყნის ჯანმრთელობის მინისტრის გრეგ ჰანტის განცხადებით, სამედიცინო კანაფის პროდუქციის ექსპორტის ნებართვა ადგილობრივ განვითარებად ბაზარს საერთაშორისო მასშტაბით ახალი გზის გაჭრაში დაეხმარება.


„ჩვენი მიზანი საკმაოდ ნათელია - მივცეთ ავსტრალიელ ფერმერებს და მწარმოებლებს საუკეთესო შანსი, რომ გახდნენ სამედიცინო კანაფის ნომერ პირველი ექსპორტიორები მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა.


მისივე თქმით, ავსტრალიის, როგორც „სუფთა და მწვანე" ფერმერული პროდუქციის მწარმოებლის რეპუტაცია ნიშნავს, რომ მას აქვს კარგი შანსი, გახდეს ლიდერი სამედიცინო კანაფის სექტორში. ავსტრალიაში კანაფის ექსპორტის ნებართვა რეგულაციის მეშვეობით გაიცემა.


https://www.skynews.com.au/details/_5701887260001











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner