logo_geo
eng_logo
ქვემო ფონიჭალაში რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა
- +

23 აპრილი. 2016. 18:25



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრის ბექა ნაცვლიშვილის შუამდგომლობითა და ინიციატივით, კრწანისის რაიონში რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა განხორციელდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რაიონში ცხრა სპორტული მოედანი ინვენტარით აღიჭურვა, გამოიცვალა ხელოვნური ბალახის საფარი და კეთილმოეწყო მოედნების მიმდებარე ტერიტორია.

ბექა ნაცვლიშვილმა დღეს ქვემო ფონიჭალაში, 267 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი გახსნა, სადაც აღნიშნულ უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად საფეხბურთო მატჩში მიიღო მონაწილეობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner