არსებული ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები რუსთავში, მდინარე მტკვარში იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, საუბარია ტანსაცმელზე, რომელიც მკვლელს, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენისას ეცვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედმა კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის იარაღი და სხვა ნივთმტკიცებები, მათ შორის ტანსაცმელი, მტკვარში გადაყარა.
როგორც ცნობილია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები მყვინთავებთან ერთად რუსთავში, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოებს უკვე მეორე დღეა აწარმოებენ.