logo_geo
eng_logo
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავები მტკვარში იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ
- +

22 იანვარი. 2018. 18:01



არსებული ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები რუსთავში, მდინარე მტკვარში იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ.


როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, საუბარია ტანსაცმელზე, რომელიც მკვლელს, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენისას ეცვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედმა კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის იარაღი და სხვა ნივთმტკიცებები, მათ შორის ტანსაცმელი, მტკვარში გადაყარა.


როგორც ცნობილია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები მყვინთავებთან ერთად რუსთავში, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოებს უკვე მეორე დღეა აწარმოებენ.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner