„ნუგზარ წიკლაურს და აკო მინაშვილს რა გადაღება უნდათ, მოსიარულე კომპრომატები არიან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანმა „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ფარული კადრების შესახებ საუბრისას განაცხადა.
აქვე კოპალიანი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, რომ თუკი ვინმეზე კომპრომატები არსებობს, „ჩუმად გაიპარონ ხელისუფლებიდან".
„თავად სააკაშვილი უყურებდა ამ კადრებს. რა უნამუსობაა, თავიანთ მეგობრებს უყენებდნენ საძინებლებში ვიდეოთვალს და უღებდნენ ინტიმურ გარემოში. მერე ამ კადრებს უყურებდნენ და კაიფობდნენ. ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანს რაც აკლია, ის ელანდებაო. ამათ სექსები არ ჰქონდათ და სხვების სექსებს უყურებდნენ. პოლიტიკურ ოპონენტებზე იმიტომ იღებდნენ, რომ დაეშანტაჟებინათ. ნუგზარ წიკლაურს და აკო მინაშვილს რა გადაღება უნდათ, ისედაც მოსიარულე კომპრომატები არიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კადრების გავრცელებაზე გამოძიება წინ მიდის. იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არის ნაღმი, რომელიც, შესაძლოა, 20-30 წლის შემდეგ აფეთქდეს. მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ პირებს, თუ ვინმეზე აქვთ მსგავსი ტიპის ჩანაწერები, ჩუმად გაიპარონ ხელისუფლებიდან. ამით არც შანტაჟის მსხვერპლი გახდებიან და სკანდალებსაც აიცილებენ თავიდან", - ამბობს კოპალიანი.