logo_geo
eng_logo
დავით სოკოლოვი: ჩემი თბილისი იმდენად მიყვარს, ლამის ბოდვა დამაწყებინოს...
- +

22 იანვარი. 2018. 20:32


 

„რას ვიფიქრებდი, რომ 81-ე დაბადების დღეს ჩემს კერაში ვერ აღვნიშნავდი", - ამის შესახებ საქართველოს ტელევიზიის ყოფილმა წამყვანმა დავით სოკოლოვმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩემი მეგობრები და ტელევიზიის თანამშრომლები აქ მოვიდნენ და მომილოცეს, ერთ-ერთი - მედიკო ჩომახიძე გერმანიიდან ჩამოვიდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი... აქამდე სიკვდილზე არ მიფიქრია, მაგრამ ამ სამი დღის წინათ ასეთი სიზმარი ვნახე: ვგრძნობდი, რომ დღეები დათვლილი მქონდა, ჩემს შვილს ვთხოვე: როცა მოვკვდები, დამწვი და ფერფლი მთაწმინდიდან გადმოყარე-მეთქი... ჩემი თბილისი იმდენად მიყვარს, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ლამის ბოდვა დამაწყებინოს. ფეხები მტკიოდა, მაგრამ მაინც დავდიოდი და ვეფერებოდი. რამდენჯერ ფეხით წავსულვარ ვაკიდან საბურთალოზე, საბურთალოდან - დიდუბეში. მაშინაც ქუჩაში ვიყავი, როდესაც ფეხები გამიკავდა და ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. ეს იყო ზურგის ტვინის ინსულტი (ამ თავშესაფარში დამაყენეს ფეხზე, ვეღარ დავდიოდი). ცხოვრება ისე გავლიე, უსინდისოდ არავის მოვქცევივარ და სიბინძურეში არ გავრეულვარ. ამიტომ ამქვეყანას მშვიდად დავტოვებ", - განაცხადა სოკოლოვმა.





 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner