logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება გამჭვირვალედ მოხდეს ეს პროცესი...
- +

22 იანვარი. 2018. 21:17



თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „სითი ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანიას 45 დღიანი ვადა მიეცა ხარვეზების გამოსასწორებლად.


„სითი ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც 6 ეტაპიანი უნდა ყოფილიყო. 5 სრულყოფილადაა მომზადებული, რომლის ღირებულებაც 2 მილიონს შეადგენს. ეს დოკუმენტაცია უკვე მერიაშია. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ არა მხოლოდ მერიის შესაბამისი სამსახურები იქნება ჩართული ამ დოკუმენტის რევიზიაში, არამედ უფრო გავშალეთ. ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ქართველ ექსპერტებსაც მოვიწვევთ. ეს დოკუმენტი არის საჯარო და ჩვენი მიზანია რაც შეიძლება გამჭვირვალედ მოხდეს ეს პროცესი. თუ რა თქმა უნდა, „სითი ინსტიტუტი" ვერ მოახერხებს და ვერ დაასრულებს დოკუმენტს, დარჩენილ თანხას არ გადავიხდით", - განაცხადა კალაძემ.










 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner