„ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ მათ აქვთ ოპტიმალური განწყობა. მათ აქვთ მოლოდინი ძალიან მაღალი. მე წინა საარჩევნო პერიოდში და ახლაც არ მერიდება პრობლემებზე საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე, რომელიც დღეს თბილისისთვის და თბილისელებისთვის არის პრობლემური", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ხედვა, წარმოდგენილი გეგმა და კონკრეტული პროექტები არის გაწერილი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც აწუხებს დედაქალაქს. თითოეულ ჩვენთაგანს", - განაცხადა კალაძემ.